ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ასტრონომების თქმით, 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომი ჯუჯა გალაქტიკასთან შეჯახების შედეგად გადაყირავდა

ასტრონომების თქმით, 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომი ჯუჯა გალაქტიკასთან შეჯახების შედეგად გადაყირავდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დარემის უნივერსიტეტის ასტრონომები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომმა ჯუჯა გალაქტიკა „გაია-ენცელადთან“ შეჯახება გადაიტანა, რის შემდეგაც მისმა დისკომ ორიენტაცია 90 გრადუსზე მეტით შეი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დარემის უნივერსიტეტის ასტრონომები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომმა ჯუჯა გალაქტიკა „გაია-ენცელადთან“ შეჯახება გადაიტანა, რის შემდეგაც მისმა დისკომ ორიენტაცია 90 გრადუსზე მეტით შეი…

დარემის უნივერსიტეტის ასტრონომები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომმა ჯუჯა გალაქტიკა „გაია-ენცელადთან“ შეჯახება გადაიტანა, რის შემდეგაც მისმა დისკომ ორიენტაცია 90 გრადუსზე მეტით შეიცვალა.

მკვლევართა მონაცემებით, „გაია-ენცელადი“ ირმის ნახტომის საპირისპიროდ მოძრაობდა და მას პრაქტიკულად პირდაპირ შეეჯახა. დარტყმის შემდეგ ჯუჯა გალაქტიკა დაიშალა, ხოლო მისი ვარსკვლავები ირმის ნახტომის შემადგენლობაში შევიდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ მოვლენამ გამოიწვია გალაქტიკური დისკის ეტაპობრივი მობრუნება, რაც ასობით მილიონი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად სპეციალისტებმა სუპერკომპიუტერული სიმულაცია გამოიყენეს. გამოთვლებმა აჩვენა, რომ „გაია-ენცელადის“ მასის მქონე ობიექტებთან შეჯახებას სპირალური გალაქტიკის დისკის ორიენტაციის არსებითი ცვლილება შეუძლია.

მსგავსი სცენარის იდეისკენ მკვლევრებს ირმის ნახტომის ვარსკვლავური ჰალოს [გალაქტიკის გაფართოებული, თითქმის სფერული კომპონენტი, რომელიც მისი ძირითადი, ხილული ნაწილის მიღმა ვრცელდება] თავისებურებებმა უბიძგა. დისკის ვარსკვლავებისგან განსხვავებით, რომლებიც გალაქტიკის ცენტრის გარშემო დაახლოებით 220 კმ/წმ სიჩქარით ბრუნავენ, ჰალოს ვარსკვლავები გაცილებით ნელა - დაახლოებით 25 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობენ.

სიმულაციამ აჩვენა, რომ ასეთი სხვაობა მსხვილი გალაქტიკური შერწყმების შემდეგ წარმოიქმნება. შეჯახებისას შთანთქმული გალაქტიკის ვარსკვლავების ნაწილი ჰალოში გადადის და ინარჩუნებს მოძრაობის დამახასიათებელ თვისებებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს