ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ვოლოდიმირ ზელენსკი: ირანელები და ჩრდილოეთკორეელები უკვე დაგვესხნენ თავს. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ თავდასხმებს არ გააძლიერებენ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: ირანელები და ჩრდილოეთკორეელები უკვე დაგვესხნენ თავს. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ თავდასხმებს არ გააძლიერებენ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა უკვე დაესხნენ თავს უკრაინას რუსეთისთვის იარაღის, სამხედრო ტექნოლოგიებისა და ჯარისკაცების მიწოდებით. ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტმა Sky News-თან ინტერვიუში ისაუბ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა უკვე დაესხნენ თავს უკრაინას რუსეთისთვის იარაღის, სამხედრო ტექნოლოგიებისა და ჯარისკაცების მიწოდებით. ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტმა Sky News-თან ინტერვიუში ისაუბ…

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა უკვე დაესხნენ თავს უკრაინას რუსეთისთვის იარაღის, სამხედრო ტექნოლოგიებისა და ჯარისკაცების მიწოდებით. ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტმა Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ სიფრთხილე გმართებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არავითარ შემთხვევაში არ გავხსნათ ახალი ფრონტი. მაგრამ გულწრფელები უნდა ვიყოთ. ირანელები და ჩრდილოეთკორეელები უკვე დაგვესხნენ თავს. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ თავდასხმებს არ გააძლიერებენ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანებს ვერ ვენდობით. იმიტომ, რომ თავიდანვე, ჩვენი მხრიდან რაიმე ესკალაციის შესახებ ყოველგვარი ცნობების გარეშე, ირანმა რუსეთს მიაწოდა იარაღი, ჩრდილოეთ კორეამ მიაწოდა იარაღი, დრონები, სარაკეტო ჭურვები, 155 კალიბრის არტილერიის საბრძოლო მასალა, 10 000 ჩრდილოეთკორეელი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

25 ივლისს ირანმა უკრაინა კასპიის ზღვაში მის სავაჭრო გემზე თავდასხმაში დაადანაშაულა. თეირანმა თავის გემზე თავდასხმას აგრესიის აქტი უწოდა და კიევი უკრაინაში ომის გაფართოების მცდელობაში დაადანაშაულა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა დაიცავს თავის ინტერესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით თავდაცვის პრინციპის შესაბამისად.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს