ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

დემოკრატია და კანონის უზენაესობა ინგრევა - ვიქტორ ორბანი უნგრეთის მოქმედ მთავრობას აკრიტიკებს

დემოკრატია და კანონის უზენაესობა ინგრევა - ვიქტორ ორბანი უნგრეთის მოქმედ მთავრობას აკრიტიკებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "უნგრეთში განუსაზღვრელი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად დემოკრატია და კანონის უზენაესობა ინგრევა", - ამის შესახებ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ექს-პრემიერი მოქმედ მთავრობას ოპოზიცი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"უნგრეთში განუსაზღვრელი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად დემოკრატია და კანონის უზენაესობა ინგრევა", - ამის შესახებ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ექს-პრემიერი მოქმედ მთავრობას ოპოზიცი…

"უნგრეთში განუსაზღვრელი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად დემოკრატია და კანონის უზენაესობა ინგრევა", - ამის შესახებ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ექს-პრემიერი მოქმედ მთავრობას ოპოზიციის პოლიტიკიდან ჩამოშორებასა და საკონსტიტუციო ინსტიტუტების ხელყოფაში ადანაშაულებს.

"დღეს უნგრეთში, განუსაზღვრელი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ინგრევა. ეს დანაშაულებრივი ქმედების ტოლფასია.

უკუძალის მქონე, ინდივიდუალურად მორგებული კანონმდებლობის გამოყენებით, მთავრობამ პოლიტიკას ჩამოაშორა ოპოზიციის ნახევარი, მათ შორის მისი ყველაზე ძლიერი ლიდერები. ეს დემოკრატიის დასასრულს ნიშნავს. თუ ხალხი კი არ წყვეტს, ვის მისცეს ხმა, არამედ ხელისუფლება წყვეტს, ვისთვის აქვს ხალხს ხმის მიცემის უფლება, მაშინ დემოკრატია დასრულებულია.

უკუძალის მქონე, სპეციალურად მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებით, მათ გადააყენეს რესპუბლიკის პრეზიდენტი, დაითხოვეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თანამდებობიდან აიძულეს წასულიყო მთავარი პროკურორი. ამით მათ კანონის უზენაესობაც დაანგრიეს." - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს