ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

რუმინეთმა დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო რუსი დიპლომატი გააძევა

რუმინეთმა დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო რუსი დიპლომატი გააძევა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუმინეთში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს , სადაც საპროტესტო ნოტა და რუსეთის დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი თანამშრომლის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება გადასცეს. გარდა ამისა, ბუქარესტმა კონსულტაციების…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუმინეთში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს , სადაც საპროტესტო ნოტა და რუსეთის დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი თანამშრომლის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება გადასცეს. გარდა ამისა, ბუქარესტმა კონსულტაციების…

რუმინეთში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც საპროტესტო ნოტა და რუსეთის დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი თანამშრომლის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება გადასცეს. გარდა ამისა, ბუქარესტმა კონსულტაციებისთვის რუსეთში თავისი ელჩი გაიწვია.

ამის მიზეზი მანამდე რუმინეთის საჰაერო სივრცის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ განხორციელებული დარღვევები გახდა. ბუქარესტში აღნიშნავენ, რომ ეს რუსული დრონები იყო. „ასეთი შემთხვევები „სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია“, - განაცხადეს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ასევე ევროკავშირისა და ნატოს საჰაერო სივრცეა.

„რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყველა ამ სერიოზულ ინციდენტსა და რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესებაზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

24-დან 26 ივლისამდე რუმინეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ყველა ეს შემთხვევა უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმების დროს მოხდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს