ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

„ჩვენ 100 პროცენტით უკრაინის გვერდით ვდგავართ “ - ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

„ჩვენ 100 პროცენტით უკრაინის გვერდით ვდგავართ “ - ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტს პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე უმასპინძლა, სადაც, ბრიტანეთის ხელმძღვანელო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტს პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე უმასპინძლა, სადაც, ბრიტანეთის ხელმძღვანელო…

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტს პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე უმასპინძლა, სადაც, ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სწავლება მიმდინარეობს.

ლიდერებმა უკრაინის თავდაცვის საკითხი განიხილეს.

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ 100 პროცენტით. პირადად მე თქვენ გვერდით ვარ, ბატონო პრეზიდენტო, და სრულად დავიცავ თითოეულ ვალდებულებას, რომელიც ამ ქვეყანამ უკრაინის მიმართ აიღო. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას ბრძოლაში, რომ დაიცვათ თქვენი ერი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაში. უკრაინამ უკვე შეცვალა ამ ომის მსვლელობა, თქვენ სასარგებლოდ ატრიალებთ ვითარებას რუსეთთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მოლაპარაკებების განახლებისთვის, სადაც მაგიდასთან წარმოდგენილი უნდა იყოს უკრაინა და ევროპას უნდა ჰქონდეს ძლიერი ხმა. თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ“, – განაცხადა ბერნემმა.

„უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის დასაცავად საკმარისი შესაძლებლობები ჰქონდეს როგორც ცაში, ისე ზღვაში. მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოს დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის, უკრაინას რადიოელექტრონული ომის ტექნოლოგიები მიაწოდეს. ჩვენ კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია დრონებისა და სხვა ტექნოლოგიების სფეროში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს