ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 8

BBC: ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან, ხოლო ტყის ხანძარი უკვე ბორდოს უახლოვდება

BBC: ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან, ხოლო ტყის ხანძარი უკვე ბორდოს უახლოვდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, იუწყება BBC. ესპანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, იუწყება BBC. ესპანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით,…

ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, იუწყება BBC.

ესპანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი სიცხე, სულ მცირე, კვირის ბოლომდე გაგრძელდება. უწყება „უკიდურესად მაღალ“ ხანძრის საფრთხეზე აფრთხილებს მოსახლეობას, მაშინ როცა მეხანძრეები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძრებს კვლავ ებრძვიან.

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ჟირონდისა და ლანდის დეპარტამენტებში სიცხის ტალღის გამო „ყვითელი“ დონის განგაში გამოცხადდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა პიკს ოთხშაბათს მიაღწევს, რაც ჟირონდში მიმდინარე „ძალიან არაპროგნოზირებადი“ ხანძრების ლოკალიზებას კიდევ უფრო გაართულებს.

საფრანგეთის ქალაქ ბორდოს მერმა ტომა კაზენავმა განაცხადა, რომ ქალაქი „ყველა შესაძლო სცენარისთვის“ ემზადება, რადგან ერთ-ერთი აქტიური კერა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ამ ქალაქიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.

„თუ დამატებითი ევაკუაცია გამოცხადდება, დიდი რაოდენობით ადამიანების მიღებისთვის ვემზადებით“, - განაცხადა მან.

საფრანგეთში ხანძრების გამო უკვე დაახლოებით 220 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ესპანეთში - 100 ათასზე მეტის. ამავდროულად, მადრიდის დასავლეთით ხანძრები კვლავ უკონტროლოდ ვრცელდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც ჟირონდის რეგიონში დაზარალებულ ტერიტორიებს ესტუმრა, განაცხადა, რომ ქვეყანა „სრულიად უპრეცედენტო ტყის ხანძარს“ ებრძვის, რომელიც „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმეა“.

მისი თქმით, ლანდის რეგიონში გაჩენილი შედარებით მცირე ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მეზობელ ჟირონდში ბრძოლა კვლავ გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს მეხანძრეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, მაკრონმა აღნიშნა, რომ ტემპერატურა კვლავ მოიმატებს, ქარი კი არ ჩადგება.

„ტემპერატურა ისევ გაიზრდება, ქარი კვლავ ქრის და ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ,“ — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ქვეყანა „უპრეცედენტო ხანძრების სეზონს“ გადის. მისი ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში 116 085 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა და 13 566 ხანძარი დაფიქსირდა.

ლეკორნუმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ყოველი 10 ხანძრიდან ცხრის მიზეზი ადამიანია, უმეტეს შემთხვევაში კი დაუდევრობა — გადაგდებული სიგარეტის ნამწვი, მწვადი ან უსაფრთხოების წესების დაუცველად შესრულებული სამუშაო.

ამასთან, მისი თქმით, ყველა ხანძარი შემთხვევითი არ არის - ნაწილი განზრახაა გაჩენილი. 6 ივლისიდან ამ დრომდე ამასთან დაკავშირებით 162 ადამიანი დააკავეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს