ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

კაია კალასი - ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ სანქციებს არ ამკაცრებს, რადგან ამ საკითხზე წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს

კაია კალასი - ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ სანქციებს არ ამკაცრებს, რადგან ამ საკითხზე წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული ხედვა აქვს და ერთიანი პოზიციის მიღწევა უკიდურესად რთულია
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული ხედვა აქვს და ერთიანი პოზიციის მიღწევა უკიდურესად რთულია

ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ სანქციებს არ ამკაცრებს, რადგანაც ამ საკითხზე წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს ერთიანობა. მუდმივად მესმის კითხვა: „რატომ გაქვთ ერთიანი პოზიცია რუსეთისა და უკრაინის საკითხზე, მაგრამ არა ისრაელის შემთხვევაში?“ ამის ისტორიული მიზეზები არსებობს: სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული ხედვა აქვს და ერთიანი პოზიციის მიღწევა უკიდურესად რთულია“, – თქვა კალასმა.

ინტერვიუს დროს იმ ქვეყნების მაგალითად, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობიან, ჟურნალისტმა დაასახელა ირლანდია, ესპანეთი და სლოვენია. ამის საპასუხოდ კალასმა აღნიშნა, რომ ამ პოზიციას მხოლოდ ეს სამი სახელმწიფო არ იზიარებს და „მეტი ქვეყანა მოითხოვს უფრო მკაცრ ზომებს“.

კალასის თქმით, ევროკომისია უახლოეს პერიოდში ისრაელის წინააღმდეგ ახალ ზომებს წარადგენს, თუმცა, მისი შეფასებით, „მათი დამტკიცება, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ასუსტებს ასეთი ვითარება ევროკავშირს, კალასმა უპასუხა, რომ „ეს იმედგაცრუებას იწვევს“.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს