ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

პოლონური მედია: ინტერნეტში დონალდ ტუსკის მისამართით გავრცელებული მკვლელობის მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

პოლონური მედია: ინტერნეტში დონალდ ტუსკის მისამართით გავრცელებული მკვლელობის მუქარის გამო გამოძიება დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონეთის ქალაქ კლოდზკოს რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მისამართით ინტერნეტში გავრცელებული მკვლელობის მუქარის ფაქტზე. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს . პროკურორ მალგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონეთის ქალაქ კლოდზკოს რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მისამართით ინტერნეტში გავრცელებული მკვლელობის მუქარის ფაქტზე. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს . პროკურორ მალგ…

პოლონეთის ქალაქ კლოდზკოს რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მისამართით ინტერნეტში გავრცელებული მკვლელობის მუქარის ფაქტზე. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

პროკურორ მალგოჟატა ჩაიკოვსკას განცხადებით, გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირმა სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა, რომელიც პოლონეთის მთავრობის თავმჯდომარის მისამართით მკვლელობის მუქარას შეიცავდა.

როგორც პოლონური მედია წერს, სამართალდამცველებმა დაადგინეს მისამართი, თუ საიდან გამოქვეყნდა კომენტარი, რის შემდეგაც ჩხრეკა ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციელებმა ელექტრონული მოწყობილობები და სხვა ნივთები ამოიღეს.

სამართალდამცველების მიერ სახლის ჩხრეკისას აგრეთვე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი „პარაბელუმის“ ტიპის სამი ვაზნით.

„ეჭვმიტანილი დადგენილია, მაგრამ ჩვენ ჯერ დარწმუნებულები არ ვართ, კონკრეტულად ვინ ატვირთა აღნიშნული კონტენტი ინტერნეტში“, - განაცხადა პროკურორმა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ქვეყნის კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის მიმართ განხორციელებული მუქარა და შეურაცხყოფა ორ წლამდე პატიმრობით ისჯება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს