ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შეიკვეცოს, ხოლო ევროინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა კი „მიუღებელია“

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შეიკვეცოს, ხოლო ევროინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა კი „მიუღებელია“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შეიკვეცოს, ხოლო ევროინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შეიკვეცოს, ხოლო ევროინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შ…

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შეიკვეცოს, ხოლო ევროინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა კი „მიუღებელია“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მერცმა ევროკომისიის გეგმას „მიუღებელი“ და „დაუბალანსებელი“ უწოდა.

მან ასევე დასძინა: „სწორედ ამიტომ, გვჭირდება ბიუჯეტის ისეთი პროექტი, რომელიც ყველა სფეროში ითვალისწინებს ხარჯების შეკვეცას - ჯამში რამდენიმე ასეული მილიარდი ევროს ოდენობით. ეს შემცირებები კრიტიკულად აუცილებელია“.

მერცმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ევროკომისიის გეგმა ევროკავშირის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის შესახებ - ნაბიჯი, რომელიც, ბრიუსელის განცხადებით, აუცილებელია მიმდინარე გეოპოლიტიკური კრიზისებით გამოწვეული გაზრდილი სამუშაო დატვირთვის გასამკლავებლად.

„მიუღებელია, რომ ახლა ევროპული ინსტიტუტებისთვის 2 500 ახალი პოზიცია უნდა შეიქმნას. ჩვენ ამას არ მივიღებთ“, - განაცხადა კანცლერმა და განმარტა, რომ გერმანია 2029 წლისთვის საკუთარი სამთავრობო აპარატის 8 პროცენტით შემცირებას გეგმავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს