ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ქეროლაინ ლევიტი – პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრები ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პოზიტიური და პროდუქტიული იყო

ქეროლაინ ლევიტი – პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრები ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პოზიტიური და პროდუქტიული იყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და ისრაელის ლიდერებთან პირისპირ შეხვედრები დაასრულა. „პრეზიდენტმა ტრამპმა დაასრულა შეხვედრები ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ზელენსკისა და პრე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და ისრაელის ლიდერებთან პირისპირ შეხვედრები დაასრულა. „პრეზიდენტმა ტრამპმა დაასრულა შეხვედრები ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ზელენსკისა და პრე…

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და ისრაელის ლიდერებთან პირისპირ შეხვედრები დაასრულა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა დაასრულა შეხვედრები ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან. ორივე შეხვედრა პოზიტიური და პროდუქტიული იყო“, – წერს ლევიტი სოციალურ ქსელში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჯერ უკრაინის პრეზიდენტს უმასპინძლა, ხოლო შემდეგ – ისრაელის პრემიერ-მინისტრს. შეხვედრები მედიისთვის დახურულ კარს მიღმა შედგა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მათ სხვა საკითხებთან ერთად, „პეტრიოტის“ სისტემების წარმოების ლიცენზიები განიხილეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდნენ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს