ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

იაპონიაში თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს💔

იაპონიაში თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს💔
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იაპონიაში, ქალაქ კამიკუსას 65 წლის მცხოვრები ილონ მასკის სახელით ორჯერ მოატყუეს . პოლიციამ საქმეზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულმა კაცმა, სახელად ონო რიოიმ, თანამზრახველებთან ერთად ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იაპონიაში, ქალაქ კამიკუსას 65 წლის მცხოვრები ილონ მასკის სახელით ორჯერ მოატყუეს . პოლიციამ საქმეზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულმა კაცმა, სახელად ონო რიოიმ, თანამზრახველებთან ერთად ს…

იაპონიაში, ქალაქ კამიკუსას 65 წლის მცხოვრები ილონ მასკის სახელით ორჯერ მოატყუეს. პოლიციამ საქმეზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულმა კაცმა, სახელად ონო რიოიმ, თანამზრახველებთან ერთად სოციალურ ქსელებში ილონ მასკის ანგარიში გააყალბა და მილიარდერის ნამდვილი გვერდის გამომწერებს მისი სახელით შეტყობინებებს უგზავნიდა.

ერთ-ერთი მსხვერპლი 65 წლის პენსიონერი აღმოჩნდა, რომელსაც თაღლითი სიყვარულს უხსნიდა, ეუბნებოდა, რომ ის სჭირდებოდა, მოგვიანებით კი ფულის თხოვნა დაიწყო. მეტი დამაჯერებლობისთვის მან ქალთან ვიდეოზარითაც ისაუბრა, რა დროსაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მასკად გაასაღა თავი.

ქალმა დაიჯერა და თაღლითისთვის ფულის გადარიცხვა დაიწყო. მოგვიანებით მას ეჭვი შეეპარა და პოლიციას მიმართა, თუმცა დამნაშავეებთან ურთიერთობას მაინც აგრძელებდა. რამდენიმე თვის შემდეგ მან მათთვის ფულის გაგზავნა კვლავ დაიწყო.

სულ პენსიონერმა დამნაშავეებს 1,85 მილიონი იენა (დაახლოებით 12 000 აშშ დოლარი) გადასცა. პოლიციას ეჭვობს, რომ ონო რიოი ასევე ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობდა. გამოძიება მის შესაძლო თანამზრახველებს ადგენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს