ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის დღის წესრიგში ანექსირებული ყირიმის დაბრუნების საკითხი არ დგას

ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის დღის წესრიგში ანექსირებული ყირიმის დაბრუნების საკითხი არ დგას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით , სამშვიდობო პროცესის დღის წესრიგში ანექსირებული ყირიმის დაბრუნების საკითხი არ დგას. უკრაინის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ტერიტორიის საკითხი უკრაინი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით , სამშვიდობო პროცესის დღის წესრიგში ანექსირებული ყირიმის დაბრუნების საკითხი არ დგას. უკრაინის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ტერიტორიის საკითხი უკრაინი…

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის დღის წესრიგში ანექსირებული ყირიმის დაბრუნების საკითხი არ დგას.

უკრაინის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ტერიტორიის საკითხი უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაა.

ჟურნალისტის კითხვას, დევს, თუ არა ყირიმის საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე, ზელენსკიმ უპასუხა: „სამწუხაროდ, არა, ან ჯერ არა. ვნახოთ. მიწა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენი ისტორიაა, ჩვენი სახლებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ ადამიანები“.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დასრულება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გუშინ გამართული შეხვედრისას განიხილა. მისი განმარტებით, ლიდერები სამშვიდობო პროცესის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს