ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 3

„დიდი შვიდეული“: ირანი არასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს

„დიდი შვიდეული“: ირანი არასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა საფრანგეთში გამართული სამიტის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს , სადაც აღნიშნულია, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. გარდა ამისა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ახლო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა საფრანგეთში გამართული სამიტის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს , სადაც აღნიშნულია, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. გარდა ამისა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ახლო…

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა საფრანგეთში გამართული სამიტის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

გარდა ამისა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას მიესალმებიან და მას მხარდაჭერას უცხადებენ.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე შემდგომი, ძლიერი და ყოვლისმომცველი დიპლომატიური შეთანხმების გაფორმებას, რომელსაც შეუძლია რეგიონში ყველასთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ხაზს ვუსვამთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად მოლაპარაკებებმა უნდა მოიცვას ირანისგან მომდინარე საფრთხეები როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ და უზრუნველყოს, რომ ირანი არასოდეს დაეუფლოს ბირთვულ იარაღს.

ვეთანხმებით, რომ ასეთი მოლაპარაკებები სარგებელს მოუტანს შესაბამის რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA). კვლავ ვადასტურებთ, რომ ირანი არასოდეს მიიღებს ბირთვულ იარაღს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები აგრეთვე მხარდაჭერას უცხადებენ ლიბანში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ განიარაღებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს