ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 10

Financial Times: უიტკოფი და კუშნერი კიევს პირველად ეწვევიან

Financial Times: უიტკოფი და კუშნერი კიევს პირველად ეწვევიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში პირველად ჩავლენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს . გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტი უკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში პირველად ჩავლენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს . გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტი უკ…

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში პირველად ჩავლენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტი უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თეთრ სახლში გუშინ გამართული ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის დეტალებზე ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს.

გამოცემის შეფასებით, ეს მოლაპარაკებები მკვეთრ ცვლილებაზე მიუთითებს იმ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რომელიც წარსულში ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ შორის არსებობდა. ზელენსკი კერძო საუბრებში აღნიშნავს, რომ ტრამპის დამოკიდებულების შეცვლაში გადამწყვეტი როლი მისი მრჩევლების თვეების განმავლობაში მიმდინარე უშუალო კონტაქტებმა ითამაშა.

ორივე პრეზიდენტთან დაახლოებული პირების თქმით, ზელენსკის მთავარი ამოცანა იყო ტრამპის დარწმუნება, რომ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებს ემსახურება, ასევე იმაზე აპელირება, რომ ტრამპს წარმატებასთან ასოცირება სურს. მათი თქმით, ბოლო თვეებში ამ არგუმენტმა სულ უფრო მეტი გავლენა მოიპოვა.

ზელენსკის უახლოესმა მრჩევლებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ყოველთვის სჯეროდა: ტრამპზე ყველაზე დიდ გავლენას პირისპირ შეხვედრების დროს ახდენდა.

ზელენსკიმ ასევე აღიარა, რამდენად შეიცვალა ორ ლიდერს შორის ურთიერთობა მას შემდეგ, რაც 2025 წლის თებერვალში ოვალურ კაბინეტში მათი შეხვედრა წარუმატებლად დასრულდა. მისი თქმით, ურთიერთობების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შარშან, 26 აპრილს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე გამართულმა ხანმოკლე შეხვედრამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს