ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

Haaretz: ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა

Haaretz: ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა. ინფორმაციას ისრაელური გამოცემა Haaretz-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს . უკრაინუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა. ინფორმაციას ისრაელური გამოცემა Haaretz-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს . უკრაინუ…

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა. ინფორმაციას ისრაელური გამოცემა Haaretz-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად შეხვედრის ინიციატივა ნეთანიაჰუს ოფისმა წამოაყენა, თუმცა მას შემდეგ, რაც ზელენსკის ადმინისტრაციამ თანხმობა განაცხადა, სამშაბათამდე დამატებითი პასუხი არ მიუღია. მოგვიანებით ისრაელის ოფიციალურმა პირებმა აცნობეს, რომ პრემიერ-მინისტრი დროის სიმცირის გამო შეხვედრას ვერ შეძლებდა.

მანამდე საკითხზე ინფორმირებულმა კიდევ ერთმა წყარომ Haaretz-ს განუცხადა, რომ თავდაპირველად შეხვედრის ორგანიზების მიზნით ნეთანიაჰუს ოფისს სწორედ ზელენსკის ადმინისტრაციამ მიმართა, თუმცა ისრაელის მხარეს ამ მიმართვაზე საერთოდ არ უპასუხია.

ორივე ლიდერი გუშინ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ცალ-ცალკე შეხვდა. მოგვიანებით ისინი სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიასაც დაესწრნენ, სადაც ერთმანეთის სიახლოვეს იდგნენ და მოკლე საუბარი გამართეს.

ნეთანიაჰუ და ზელენსკი ერთმანეთს ბოლოს 2023 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ, თუმცა მიმდინარე წელს მათ შორის სატელეფონო საუბარიც გაიმართა.

2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელში ჩასვლის სურვილი გამოთქვა, რათა ქვეყნისადმი სოლიდარობა გამოეხატა, თუმცა მისი ეს მოთხოვნა უარყოფილი იყო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს