ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

კაია კალასმა და აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს – „ყურეში საბრძოლო მოქმედებებისგან თავის შეკავებამ შესაძლოა, შუამავლებს მისცეს დრო, თავიდან აიცილონ სრულმასშტაბიანი ომის განახლება“

კაია კალასმა და აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს – „ყურეში საბრძოლო მოქმედებებისგან თავის შეკავებამ შესაძლოა, შუამავლებს მისცეს დრო, თავიდან აიცილონ სრულმასშტაბიანი ომის განახლება“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კაია კალასი სოციალუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კაია კალასი სოციალუ…

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იყო, რომელიც, მისი განცხადებით, მოსკოვმა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაააქტიურა.

„ყურეში საბრძოლო მოქმედებებისგან თავის შეკავებამ შესაძლოა, შუამავლებს მისცეს დრო, იპოვონ გზა დიპლომატიისკენ დაბრუნებისთვის და თავიდან აიცილონ სრულმასშტაბიანი ომის განახლება“, – წერს კალასი.

ამასთან, კალასმა დადებითად შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასა და აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბარი, რომლის მიზანიც დაძაბულობის შემცირება იყო.

„მზად ვარ, მხარი დავუჭირო ამ ძალისხმევას“, – აღნიშნა კაია კალასმა.

ამასთან, კალასმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს, შეწყვიტოს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა.

„მოვუწოდე ირანს, დაასრულოს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა. მოსკოვი უკრაინაში სულ უფრო მეტ მშვიდობიან მოსახლეობას აყენებს ზიანს, ხოლო ნებისმიერი სახის რესურსი, რომელსაც ის იღებს, ეხმარება კიდევ უფრო მეტი ადამიანის მოკვლაში. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება“, – განაცხადა კალასმა

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს