ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

POLITICO: BMW 2027 წლის ბოლომდე 8 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

POLITICO: BMW 2027 წლის ბოლომდე 8 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანული ავტომწარმოებელი BMW 2027 წლის ბოლომდე ათასობით თანამშრომელს შეამცირებს. ინფორმაციას POLITICO კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს . კომპანიის შიდა წყაროების ინფორმაციით, ნებაყოფლობითი წასვლის პროგრამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანული ავტომწარმოებელი BMW 2027 წლის ბოლომდე ათასობით თანამშრომელს შეამცირებს. ინფორმაციას POLITICO კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს . კომპანიის შიდა წყაროების ინფორმაციით, ნებაყოფლობითი წასვლის პროგრამ…

გერმანული ავტომწარმოებელი BMW 2027 წლის ბოლომდე ათასობით თანამშრომელს შეამცირებს. ინფორმაციას POLITICO კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის შიდა წყაროების ინფორმაციით, ნებაყოფლობითი წასვლის პროგრამის ფარგლებში შესაძლოა 8 000-მდე სამუშაო ადგილი გაუქმდეს. თანამშრომლებისთვის შესაბამისი შეთავაზებების გაცემა ოქტომბრიდან დაიწყება.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პროგრამა გერმანიაში დასაქმებულ ადმინისტრაციულ პერსონალსა და კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულების თანამშრომლებს შეეხება.

კომპენსაციის სანაცვლოდ ნებაყოფლობითი წასვლის პროგრამა, რომელიც კომპანიის ადმინისტრაციასა და თანამშრომელთა საბჭოს შორის ექვსკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდა, მიმდინარე კვირაში მიუნხენში თანამშრომლებს წარედგინებათ.

როგორც POLITICO იუწყება, BMW არ არის პირველი კომპანია გერმანიის ავტოინდუსტრიაში, რომელიც სამუშაო ადგილების შემცირებას გეგმავს. ასე, მაგალითად, Volkswagen-ი, სავარაუდოდ, 100 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს და რამდენიმე ქარხანას დახურავს. Porsche უკვე 5 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, ხოლო Mercedes-Benz საკუთარი შტატის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას განიხილავს.

BMW-მ მიმდინარე წლის დასაწყისში მიანიშნა, რომ თანამშრომლების შემცირება მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ჩინეთში სუსტი გაყიდვების გამო წლის მოგების პროგნოზი შეამცირა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს