ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 9

ფაშინიანი: თუ სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება

ფაშინიანი: თუ სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების ირგვლივ შექმნილი ვითარება არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრობლემაცაა - თუ საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ეს შესაძლოა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების ირგვლივ შექმნილი ვითარება არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრობლემაცაა - თუ საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ეს შესაძლოა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრ…

სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების ირგვლივ შექმნილი ვითარება არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრობლემაცაა - თუ საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ეს შესაძლოა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისად იქცეს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

„ახლა ყველანი ვაფიქსირებთ, რომ პრობლემა სომხეთში არ არის. პრობლემა სომხეთი კი არ არის, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრობლემაა, რადგან ფაქტობრივად გამოდის, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი პარალიზებულია და არ მუშაობს. თუ ეს საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ნება მომეცით ვივარაუდო, რომ ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო ვლადიმირ პუტინთან გამართულ საუბარს და აღნიშნა, რომ მთელ რიგ საკითხებზე მხარეებმა საერთო გაგებას მიაღწიეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სომხეთის რესპუბლიკას აქვს ლეგიტიმური უფლება, შექმნას ალტერნატივები თავისთვის. რუსეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩვენ ეს გზა გამოვაცხადეთ და ამ გზით წავალთ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის ხალხმაც მის სასარგებლოდ მისცა ხმა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთს ყველა საკითხში უნდა ჰქონდეს ალტერნატივები.

„როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ვამბობდი, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი პოლიტიკის შედეგად აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც სომხეთის რესპუბლიკას ალტერნატივები არ ექნება. სომხეთის რესპუბლიკას ყოველთვის და ყველა საკითხში უნდა ჰქონდეს ალტერნატივები, ხოლო უალტერნატივობის ეპოქა დასრულებულია. აქ საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ როდის უნდა განხორციელდეს ეს ალტერნატივა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს