ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

Radio France Internationale: საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე

Radio France Internationale: საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე, - წერს ფრანგული მედია…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე, - წერს ფრანგული მედია…

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე, - წერს ფრანგული მედიასაშუალება Radio France Internationale-ი.

„ზოგიერთი ეს რეფორმა ლეგიტიმურია და ხშირად აუცილებელიც კი სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის აღსადგენად“, - განაცხადა უნგრეთში Amnesty International-ის წარმომადგენელმა, არონ დემეტერმა.

„თუმცა, ზოგჯერ ისინი სცილდებიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და სწორედ ეს იწვევს ჩვენს წუხილს“, - აღნიშნა მან.

უფლებადამცველებთან ერთად ადგილობრივი იურისტებიც ამახვილებენ ყურადღებას იმ მეთოდებზე, რომლითაც მთავრობამ ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა მიაღწია.

პრეზიდენტმა თანამდებობიდან წასვლა საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტის დეკრეტზე ხელის მოწერით არჩია.

„კონსტიტუცია ითვალისწინებს იმპიჩმენტის მკაფიო პროცედურას და ჩვენ მთავრობას სწორედ იმას ვსაყვედურობთ, რომ ის არ გამოიყენა“, - აღნიშნა დემეტერმა.

მისი თქმით, როდესაც არსებობს გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესი, ხელისუფლება მას უნდა მიჰყვეს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე პრეზიდენტის გადაყენება კონსტიტუციური შესწორების გზით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს