ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

CENTCOM: აშშ-მა ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათეულობით სამიზნეზე იერიში მიიტანა

CENTCOM: აშშ-მა ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათეულობით სამიზნეზე იერიში მიიტანა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით , გვიან ღამით ამერიკულმა ძალებმა წარმატებით განახორციელეს მასშტაბური საჰაერო დარტყმების ტალღა ირანის წინააღმდეგ, რაც წინა დღეს აშშ-ის სამხედროებზე გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით , გვიან ღამით ამერიკულმა ძალებმა წარმატებით განახორციელეს მასშტაბური საჰაერო დარტყმების ტალღა ირანის წინააღმდეგ, რაც წინა დღეს აშშ-ის სამხედროებზე გ…

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გვიან ღამით ამერიკულმა ძალებმა წარმატებით განახორციელეს მასშტაბური საჰაერო დარტყმების ტალღა ირანის წინააღმდეგ, რაც წინა დღეს აშშ-ის სამხედროებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის მცდელობის საპასუხო ქმედება იყო.

CENTCOM-ის ცნობით, დარტყმები ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათეულობით ობიექტზე განხორციელდა. სამიზნეებს შორის იყო სამხედრო სამეთაურო ცენტრები, სარაკეტო და დრონების ინფრასტრუქტურა, სანაპირო მეთვალყურეობისა და თავდაცვის პოზიციები, ასევე საზღვაო შესაძლებლობები.

სარდლობის განცხადებით, ოპერაციის მიზანი იყო ირანისა და მისი მოკავშირე დაჯგუფებების მხრიდან ამერიკელი სამხედროების, კომერციული გემების და სპარსეთის ყურის მეზობელი ქვეყნების მიმართ არსებული საფრთხეების კიდევ უფრო შემცირება.

CENTCOM-ის ინფორმაციით, 28 ივლისს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ირანის ტერიტორიიდან ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ ძალებზე მოულოდნელად რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა ყველა მათგანი წარმატებით იქნა განადგურებული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ.

ამჟამად ახლო აღმოსავლეთში 50 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედროა განთავსებული. CENTCOM-ის განცხადებით, ისინი მაღალი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან და მზად არიან ნებისმიერ საფრთხეს უპასუხონ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს