ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა

რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთმა დღეს გამთენიისას უკრაინის მიმართულებით ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე ასობით დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს . მედიის ცნობით, მორიგი მასშტაბური შეტევის შედეგად დაზიანებები დაფიქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთმა დღეს გამთენიისას უკრაინის მიმართულებით ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე ასობით დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს . მედიის ცნობით, მორიგი მასშტაბური შეტევის შედეგად დაზიანებები დაფიქ…

რუსეთმა დღეს გამთენიისას უკრაინის მიმართულებით ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე ასობით დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მორიგი მასშტაბური შეტევის შედეგად დაზიანებები დაფიქსირდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კიევსა და ლვოვში. თავდასხმა რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რუსეთი კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი იერიშისთვის ემზადებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში, ლვოვში, კრივი რიჰსა და პოლტავის ოლქში სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, ხოლო სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა.

აფეთქებების ხმა უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის ქვეყნის შორეულ დასავლეთ რეგიონებში ისმოდა, რომლებიც ფრონტის ხაზიდან ასეულობით კილომეტრით არიან დაშორებული.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დედაქალაქში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ჩამოვარდნილი ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა სვიატოშინსკის რაიონში მდებარე ავტოფარეხში, ასევე ობოლონის რაიონის ბაზარში.

კიევის ოლქში, დედაქალაქის შემოგარენში, ბროვარიში სამი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს