ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

France 24: საფრანგეთი რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნიდან აძევებს

France 24: საფრანგეთი რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნიდან აძევებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნის დატოვება დაევალა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს . ფრანგული ტელეარხის ცნობით, ხელისუფლება მას ფრანგულ ტელევიზიასა და რადიო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნის დატოვება დაევალა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს . ფრანგული ტელეარხის ცნობით, ხელისუფლება მას ფრანგულ ტელევიზიასა და რადიო…

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნის დატოვება დაევალა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

ფრანგული ტელეარხის ცნობით, ხელისუფლება მას ფრანგულ ტელევიზიასა და რადიოში კრემლის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საქმესთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების შემდეგ ფიოდოროვა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. მას ყოველდღიურად პოლიციის განყოფილებაში გამოცხადება ევალება.

დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები უკვე დიდი ხანია აფრთხილებენ საზოგადოებას რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT-ის ყოფილი ჟურნალისტის გავლენის შესახებ. მათი შეფასებით, ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთში მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

ფიოდოროვას დამსაქმებლებმა განაცხადეს, რომ მისი გაძევების გადაწყვეტილებამ ისინი „გააოცა“ და მას „გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებით მძიმე დარღვევა“ უწოდეს.

ფიოდოროვა, რომელიც 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საფრანგეთში აკრძალული RT France-ის ხელმძღვანელი იყო, ამჟამად ფრანგი მილიარდერის, ვინსენ ბოლორეს მედიაჰოლდინგში შემავალი მედიასაშუალებების ჟურნალისტია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს