ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

პოლონური არმიის მტკიცებით, გვიან ღამით პოლონეთის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა

პოლონური არმიის მტკიცებით, გვიან ღამით პოლონეთის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით , გვიან ღამით უკრაინაზე განხორციელებული რუსული შეტევის ფონზე ამოუცნობი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მოგვიანებით რადარებიდან გაქრა. პოლონური…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით , გვიან ღამით უკრაინაზე განხორციელებული რუსული შეტევის ფონზე ამოუცნობი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მოგვიანებით რადარებიდან გაქრა. პოლონური…

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, გვიან ღამით უკრაინაზე განხორციელებული რუსული შეტევის ფონზე ამოუცნობი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მოგვიანებით რადარებიდან გაქრა.

პოლონური მხარის მტკიცებით, ღამით პოლონეთისა და მოკავშირეების სადაზვერვო სისტემებმა რუსეთის ფედერაციის შორ რადიუსზე მოქმედი ავიაციის საბრძოლო აქტივობა დააფიქსირეს.

როგორც ოპერატიული სარდლობა იუწყება, პოლონეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადიოლოკაციურმა სისტემამ მინიმუმ რამდენიმე ათეული რაკეტის აქტივობა დააფიქსირა, რომლებიც უკრაინის დასავლეთ ნაწილისკენ მიფრინავდნენ. ფრენის მიმართულების გათვალისწინებით, ისინი პოლონეთის საჰაერო სივრცისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდნენ.

მოგვიანებით პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაუდგენელი ობიექტი აღმოაჩინეს. ობიექტის დასადგენად ჰაერში მორიგე F-16 გამანადგურებელი აფრინდა, თუმცა შემდეგ ობიექტი რადარებიდან გაქრა.

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ობიექტი ლიუბლინის რეგიონში ჩამოვარდა. ადგილზე Mi-24 ტიპის ვერტმფრენი ჩაფრინდა. ინციდენტის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ვრცელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს