ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთი ტყის ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ – „ტყის ხანძრები ნათლად წარმოაჩენს იმ საფრთხეს, რომელსაც კლიმატის ცვლილება ევროპას უქმნის“

დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთი ტყის ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ – „ტყის ხანძრები ნათლად წარმოაჩენს იმ საფრთხეს, რომელსაც კლიმატის ცვლილება ევროპას უქმნის“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრები ნათლად წარმოაჩენს იმ საფრთხეს, რომელსაც კლიმატის ცვლილება ევროპას უქმნის, – ამის შესახებ აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის, ესპანეთისა და საფრანგეთის ერთობლივ განცხადებებში. მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრები ნათლად წარმოაჩენს იმ საფრთხეს, რომელსაც კლიმატის ცვლილება ევროპას უქმნის, – ამის შესახებ აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის, ესპანეთისა და საფრანგეთის ერთობლივ განცხადებებში. მ…

ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრები ნათლად წარმოაჩენს იმ საფრთხეს, რომელსაც კლიმატის ცვლილება ევროპას უქმნის, – ამის შესახებ აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის, ესპანეთისა და საფრანგეთის ერთობლივ განცხადებებში.

მადრიდში გამართული შეხვედრის შემდეგ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა და მისმა ბრიტანელმა კოლეგამ, ედ მილიბენდმა განაცხადეს, რომ წლევანდელი ტყის ხანძრები და ექსტრემალური სიცხე „კლიმატის კრიზისის შედეგია“.

„წელს ტყის ხანძრებმა აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება უკვე ეროვნული უსაფრთხოების კრიზისად იქცა, რომლის წინაშეც ევროპა დგას და რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს ემუქრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მინისტრები უფრო აქტიური შიდა და საერთაშორისო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, რათა შემცირდეს პლანეტის დათბობის გამომწვევი ემისიები და ქვეყნები უკეთ მოერგონ კლიმატის ცვლილების პირობებს. მათ ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმებისადმი ერთგულება.







როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს