ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 3

AXIOS: აშშ-მა და ირანმა ერთმანეთი დაბომბეს

AXIOS: აშშ-მა და ირანმა ერთმანეთი დაბომბეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-მა სამშაბათს საღამოს ირანის წინააღმდეგ რამდენიმე სამხედრო დარტყმა განახორციელა, რაც, ვაშინგტონის განცხადებით, ირანის მიერ ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდებას მოჰყვა
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-მა სამშაბათს საღამოს ირანის წინააღმდეგ რამდენიმე სამხედრო დარტყმა განახორციელა, რაც, ვაშინგტონის განცხადებით, ირანის მიერ ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდებას მოჰყვა

აშშ-მა სამშაბათს საღამოს ირანის წინააღმდეგ რამდენიმე სამხედრო დარტყმა განახორციელა, რაც, ვაშინგტონის განცხადებით, ირანის მიერ ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდებას მოჰყვა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

საპასუხოდ, ირანის სამხედრო ძალებმა რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე იერიშების შესახებ განაცხადა.

ბოლო სამხედრო მოქმედებებმა რეგიონში ვითარების კიდევ უფრო გამწვავების საფრთხე გააჩინა, მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დასრულების მიზნით შეთანხმების მიღწევას ცდილობს, წერს გამოცემა.

როგორც AXIOS-ი იუწყება, ამერიკულმა ძალებმა სამშაბათს საღამოს სამ ეტაპად განახორციელეს იერიშები, რომელთა სამიზნეც ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ირანის საჰაერო თავდაცვისა და რადარული სისტემები იყო.

ირანის სამხედროების ინფორმაციით, საპასუხო დარტყმები განხორციელდა იორდანიასა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზებზე. ამასთან, ბაჰრეინის მეფის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების მოგერიება შეძლეს.

აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, ირანმა თავდაპირველი საპასუხო მოქმედებების ფარგლებში სულ მცირე ოთხი ბალისტიკური რაკეტა და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს