ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე დაგეგმილ თავდასხმას აუქმებს, რადგან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე დაგეგმილ თავდასხმას აუქმებს, რადგან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე დაგეგმილ თავდასხმას აუქმებს, რადგან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს. „ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მზადყოფნაშია და მზად არის, ი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე დაგეგმილ თავდასხმას აუქმებს, რადგან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს. „ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მზადყოფნაშია და მზად არის, ი…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე დაგეგმილ თავდასხმას აუქმებს, რადგან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს.

„ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მზადყოფნაშია და მზად არის, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იმოქმედოს ისეთი სამხედრო ძალით, სიმძლავრითა და მასშტაბით, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. მიუხედავად ამისა, ირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა გვთხოვეს, თავდასხმა გადავდოთ, რადგან შეთანხმების ძირითადი პარამეტრები უკვე შეთანხმებულია. ეს მოიცავს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო გახსნას, ასევე ირანის ბირთვული საფრთხის დასრულებას. ამ თხოვნის საფუძველზე, მსოფლიოს მომავალი კეთილდღეობისა და წარმატებული, აყვავებული ირანის არსებობის ინტერესებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, თავდასხმა გავაუქმო, იმ პირობით, რომ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული. ისრაელის სახელმწიფოც მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას. ყველამ საქმეს მიხედეთ და ეს ბოლომდე მიიყვანეთ“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის განხორციელებას განიხილავდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს