ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

„პოლიტიკო“ – პენტაგონი გერმანიაში მდებარე ნატო-ს იმ სარდლობის ხელმძღვანელობას ტოვებს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციას უწევს

„პოლიტიკო“ – პენტაგონი გერმანიაში მდებარე ნატო-ს იმ სარდლობის ხელმძღვანელობას ტოვებს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციას უწევს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პენტაგონი გერმანიაში მდებარე ნატო-ს იმ სარდლობის ხელმძღვანელობას ტოვებს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციას უწევს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს. გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირსა და გეგმის შესა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პენტაგონი გერმანიაში მდებარე ნატო-ს იმ სარდლობის ხელმძღვანელობას ტოვებს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციას უწევს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს. გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირსა და გეგმის შესა…

პენტაგონი გერმანიაში მდებარე ნატო-ს იმ სარდლობის ხელმძღვანელობას ტოვებს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციას უწევს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირსა და გეგმის შესახებ ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უსაფრთხოების დახმარების ჯგუფის ხელმძღვანელობას საბოლოოდ ნატო-ს სხვა წევრი ქვეყანა გადაიბარებს. ეს ჯგუფი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინელი სამხედროების აღჭურვასა და მომზადებაში ცენტრალურ როლს ასრულებდა.

„სარდლობას ევროპელი ან კანადელი ოფიცერი თუ ჩაიბარებს, ეს მოკავშირეების მიერ უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღების კიდევ ერთი მაგალითი იქნება“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ ანონიმურმა წყარომ ნატო-დან.

წყაროების ინფორმაციით, ხელმძღვანელობის გადაბარების პროცესი ერთ წლამდე გაგრძელდება, თუმცა ეს უკრაინისთვის მიმდინარე მხარდაჭერაზე გავლენას არ მოახდენს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას ნატო უხელმძღვანელებს, მასში აშშ-ის ევროპული სარდლობა ამერიკელი მოადგილის მეშვეობით კვლავ იქნება ჩართული.

„უკრაინის მხარდაჭერა კვლავაც უმაღლეს პრიორიტეტად რჩება“, – განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ვისბადენში განთავსებული უსაფრთხოების დახმარების ჯგუფი (SAG-U) კოორდინაციას უწევს უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, ასევე ზედამხედველობს უკრაინელი სამხედროების მომზადებასა და ლოგისტიკურ მხარდაჭერას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს