ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 9

Journal du Dimanche: ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მთავარ პრობლემად იქცა

Journal du Dimanche: ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მთავარ პრობლემად იქცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავარ პრობლემად და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების უდიდეს ბენეფიციარად იქცა, - განაცხადა მისმა ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა ფრანგულ გამოცემა le Journal du Dimanche (JDD)-სთან ინტერვი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავარ პრობლემად და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების უდიდეს ბენეფიციარად იქცა, - განაცხადა მისმა ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა ფრანგულ გამოცემა le Journal du Dimanche (JDD)-სთან ინტერვი…

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავარ პრობლემად და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების უდიდეს ბენეფიციარად იქცა, - განაცხადა მისმა ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა ფრანგულ გამოცემა le Journal du Dimanche (JDD)-სთან ინტერვიუში.

JDD-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, იულია მენდელი, კორუფციასა და ზელენსკის ავტორიტარული გადახრის შესახებ საუბრობს.

„მე მჯერა, რომ ის ჩემი ქვეყნის მთავარ პრობლემად იქცა. მსოფლიომ უკრაინა ერთ კაცთან აიგივა. მათ ეს სრულიად შეთხზული იმიჯი დაიჯერეს. მე მჯერა, რომ ზელენსკი ახლა ამ ომის მთავარი ბენეფიციარია“, - განაცხადა მენდელმა.

როგორც მენდელმა აღნიშნა, სწორედ სამხედრო კონფლიქტის გამო რჩება ზელენსკი ხელისუფლებაში, რადგან მან არჩევნები გააუქმა. მისივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებულია მისი ახლო წრის კომპანიები, რომლებიც ევროკავშირიდან მილიარდობით ევროს იღებენ.

,,ორი წელი ვიმუშავე მასთან და ვიყავი, ასე ვთქვათ, მის ყველაზე ერთგულ პროპაგანდისტებს შორის. პრესსმდივანი საკუთარი სახელით არ საუბრობს: ის პრეზიდენტის ხმაა და არ შეიძლება, მას საჯაროდ დაუპირისპირდეს. ჯერ კიდევ 2021 წელს პირად საუბრებში ძალზე კრიტიკული გავხდი. ბევრნი ვფიქრობდით, რომ ის პირველ საპრეზიდენტო ვადასაც ვერ დაასრულებდა. მისი არაპროფესიონალიზმი თვალსაჩინო იყო: ის წელში გატეხა ბაიდენის ადმინისტრაციასთან, ამერიკელ დიპლომატებთან კონფლიქტმა, ხოლო მერკელთან უბრალოდ კატასტროფული ურთიერთობა ჰქონდა” - განაცხადა იულია მენდელმა.

არჩევნები უკრაინაში 2019 წელს ჩატარდა. ზელენსკის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 20 მაისს ამოიწურა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში გაუქმდა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის მოტივით. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება „უდროო“ იყო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს