ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

საბერძნეთში, სახანძრო ვერტმფრენების შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში, სახანძრო ვერტმფრენების შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საბერძნეთში, ტყის ხანძრების ქრობის ოპერაციაში მონაწილე სახანძრო ვერტმფრენების შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს . მედიის ცნობით, ერთმანეთს Bell-ის ტიპის ორი სახან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საბერძნეთში, ტყის ხანძრების ქრობის ოპერაციაში მონაწილე სახანძრო ვერტმფრენების შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს . მედიის ცნობით, ერთმანეთს Bell-ის ტიპის ორი სახან…

საბერძნეთში, ტყის ხანძრების ქრობის ოპერაციაში მონაწილე სახანძრო ვერტმფრენების შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთმანეთს Bell-ის ტიპის ორი სახანძრო ვერტმფრენი შეეჯახა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ოთხი წევრიდან ორი დაიღუპა.

ვერტმფრენები ათენის დასავლეთით, ფსათაში ერთმანეთს მაშინ შეეჯახნენ, როდესაც დიდი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს გადაურჩნენ ერთი ბერძენი და ერთი ბრიტანელი, ხოლო დაღუპულები არიან ერთი ბერძენი და ერთი დანიელი.

მანამდე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილიდან ორი ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით, ხოლო ორი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა.

ათენის დასავლეთით მასშტაბური ხანძრების გამო 10 ათასზე მეტი ჰექტარი ტყე და ათობით სახლი დაიწვა, რის გამოც ინდუსტრიული პარკიდან და რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ქარის ელექტროსადგურის კაბელების მონტაჟის დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზი სახელდება. საქმეზე ორი პირია დაკავებული, რომლებსაც უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებიან.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 500-ზე მეტი მეხანძრე უკვე მესამე დღეა, ცეცხლის ლოკალიზებას ექსტრემალური ქარის პირობებში ცდილობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს