ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც „თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენებით დასავლეთ სანაპიროზე ნავთობის მოპოვების გააქტიურებას გულისხმობს

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც „თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენებით დასავლეთ სანაპიროზე ნავთობის მოპოვების გააქტიურებას გულისხმობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენებით დასავლეთ სანაპიროზე ნავთობის მოპოვებას ააქტიურებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს . მისივე თქმით, ხელი მოეწერა აღმასრულებელ ბრძანე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენებით დასავლეთ სანაპიროზე ნავთობის მოპოვებას ააქტიურებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს . მისივე თქმით, ხელი მოეწერა აღმასრულებელ ბრძანე…

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენებით დასავლეთ სანაპიროზე ნავთობის მოპოვებას ააქტიურებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ხელი მოეწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ენერგეტიკის დეპარტამენტს აძლევს უფლებას, გამოიყენოს „თავდაცვის წარმოების აქტი“, რათა სეიბლის მილსადენის მუშაობა განახლდეს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, რომლის შედეგადაც ნავთობის წარმოება დაუყოვნებლივ გაიზრდება დღეში 50 ათასი ბარელით, რაც კალიფორნიაში ოფშორული ნავთობის მოპოვებას 550 პროცენტით გაზრდის.

„მილსადენი წელიწადში 20 მილიონი ბარელი ნავთობის ეკვივალენტის მოპოვებას უზრუნველყოფს, რათა დააკმაყოფილოს ომის დეპარტამენტის გადაუდებელი საჭიროებები დასავლეთ სანაპიროზე 50 სამხედრო ობიექტის მომარაგებისთვის. ბრძანება გვერდს უვლის კალიფორნიის „რადიკალურ კლიმატურ კანონებს“ და წერტილს უსვამს კალიფორნიის მიერ ამერიკის ენერგეტიკული დომინირების წინააღმდეგ მიმართულ კოორდინირებულ მარეგულირებელ თავდასხმებს“, – წერს ტრამპი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს