რუმინეთში, ატომური ელექტროსადგურის მუშაობის უზრუნველსაყოფად, დუნაის კალაპოტის შესაცვლელად აფეთქებითი სამუშაოები დაიწყეს

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- რუმინეთში ჩერნავოდას ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის აუცილებელი წყლის ნაკადის გადამისამართებას ცდილობენ . ამისთვის საზღვაო ძალებმა დუნაის, ბალას არხში კონტროლირებადი აფეთქებები განახორციელეს. მიზანი წყალი ბალას არხ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
რუმინეთში ჩერნავოდას ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის აუცილებელი წყლის ნაკადის გადამისამართებას ცდილობენ . ამისთვის საზღვაო ძალებმა დუნაის, ბალას არხში კონტროლირებადი აფეთქებები განახორციელეს. მიზანი წყალი ბალას არხ…
რუმინეთში ჩერნავოდას ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის აუცილებელი წყლის ნაკადის გადამისამართებას ცდილობენ. ამისთვის საზღვაო ძალებმა დუნაის, ბალას არხში კონტროლირებადი აფეთქებები განახორციელეს. მიზანი წყალი ბალას არხიდან დუნაის ძველ კალაპოტში გადამისამართება და წყლის დონის ამაღლებაა.
გვალვის შედეგად დუნაიში წყლის რეკორდული კლებისა და ელექტროსადგურის გაჩერების გამო რუმინეთმა აგვისტოს განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
„ენერგეტიკული განგაშის სამუშაო ჯგუფის სპეციალისტებმა გაანალიზეს და გადაწყვიტეს, რომ ბალას განშტოებაზე წყალქვეშა ზღურბლი შეექმნათ, რათა მდინარის ნაკადის მნიშვნელოვანი პროცენტი ძველ დუნაის არხში გადამისამართებულიყო, ვვარაუდობთ რომ მიზანს სამშაბათისთვის მივაღწევთ და ჩერნავოდას ატომურ ელექტროსადგურისკენ მიმავალი წყლის დონე აიწევს“, - განმარტა რუმინეთის საზღვაო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე, კონტრადმირალმა მარჩელ ნეკულაემ.