ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები დღეს განახლდება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები დღეს განახლდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით , ირანთან მოლაპარაკებები დღეს განახლდება. „მათ იცოდნენ, რა მასშტაბის თავდასხმა იგეგმებოდა, რადგან ხედავდნენ, როგორ მიმდინარეობდა მზადება. ახლა კი მათთან მოლაპარაკებების ფორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით , ირანთან მოლაპარაკებები დღეს განახლდება. „მათ იცოდნენ, რა მასშტაბის თავდასხმა იგეგმებოდა, რადგან ხედავდნენ, როგორ მიმდინარეობდა მზადება. ახლა კი მათთან მოლაპარაკებების ფორ…

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები დღეს განახლდება.

„მათ იცოდნენ, რა მასშტაბის თავდასხმა იგეგმებოდა, რადგან ხედავდნენ, როგორ მიმდინარეობდა მზადება. ახლა კი მათთან მოლაპარაკებების ფორმატში ვსაუბრობთ. ეს შუადღის შემდეგ დაიწყება და ვნახოთ, რა შედეგი იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, დაგეგმილი თავდასხმის გაუქმება მას ისეთმა მოკავშირეებმა სთხოვეს, როგორებიც არიან საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და თავად ირანი.

„ჩვენ ყველაფერი მზად გვქონდა ოპერაციის დასაწყებად, მაგრამ როდესაც მოკავშირეებმა მისი გაუქმება გვთხოვეს, ვთქვით: „კარგი, ვნახოთ“. მიზეზი, რის გამოც ეს გვთხოვეს, ის არის, რომ მათ მიაჩნიათ, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ჰორმუზის საკითხზე შეთანხმება არსებობს, შემდეგ კი იქნება შეთანხმება ბირთვულ საკითხზე ან როგორც შეიძლება, ამას ვუწოდოთ, ირანის დენუკლეარიზაციაზე. მე ამას ირანის დენუკლეარიზაციას ვუწოდებ“, – აღნიშნა ტრამპმა.

„სიენენის“ ინფორმაციით, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც აშშ-ის პრეზიდენტს რეგიონში ომის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიამ უარყო ინფორმაცია, რომ ირანმა ტრამპს დაგეგმილი თავდასხმების შეჩერება სთხოვა.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს