ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სეუტაში უკანონოდ შესული ყველა მიგრანტი საბოლოოდ მაროკოში დაბრუნდება

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სეუტაში უკანონოდ შესული ყველა მიგრანტი საბოლოოდ მაროკოში დაბრუნდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ გასულ კვირას ესპანეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესული მიგრანტების უმრავლესობამ ანკლავი უკვე დატოვა. „ტერიტორიაზე შესულთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ გასულ კვირას ესპანეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესული მიგრანტების უმრავლესობამ ანკლავი უკვე დატოვა. „ტერიტორიაზე შესულთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე…

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ გასულ კვირას ესპანეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესული მიგრანტების უმრავლესობამ ანკლავი უკვე დატოვა.

„ტერიტორიაზე შესულთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დაბრუნდა მაროკოში. საბოლოოდ ყველა დაბრუნდება“, – აღნიშნა ალბარესმა.

ამასთან, ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკრიტიკა იტალიის პოზიცია, რომელმაც ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა.

„იყო ქვეყნები, რომლებმაც მოლოდინები ვერ გაამართლეს, მთავრობები, რომლებმაც მოლოდინები ვერ გაამართლეს. იტალიის მთავრობა ერთ-ერთი მათგანი იყო“, – განაცხადა ალბარესმა.

მისივე თქმით, სეუტასა და მელილიას არასდროს შეუქმნიათ საფრთხე შენგენის ზონის მთლიანობისთვის.

„სეუტა და მელილია არასდროს, არც ერთხელ არ ყოფილა შენგენის ზონის მთლიანობისთვის საფრთხე. თუმცა, მე მინახავს, როგორ მოქმედებს რეგიონებში არსებული სხვა საფრთხეები და საზღვრების გამჭვირვალობა შენგენის ზონაზე. ესპანეთი ყოველთვის სოლიდარობას იჩენდა“, – განაცხადა ალბარესმა.

ამასთან, ალბარესმა ევროპელებსა და ესპანეთის პოლიტიკურ ძალებს სეუტასა და მელილიასთან დაკავშირებით ერთიანობისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში ათიათასობით მიგრანტმა სცადა მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შეღწევა. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა. სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად 88 ადამიანი დაიღუპა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს