ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

„ფაინენშალ თაიმსი“ – მიმდინარე წელს ევროპაში ტყის ხანძრებით გამოწვეულმა ზარალმა სამ მილიარდ ევროს გადააჭარბა

„ფაინენშალ თაიმსი“ – მიმდინარე წელს ევროპაში ტყის ხანძრებით გამოწვეულმა ზარალმა სამ მილიარდ ევროს გადააჭარბა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთსა და რუმინეთში წლის დასაწყისიდან ტყის ხანძრებით გამოწვეული ზარალი 3,1 მილიარდ ევროს შეადგენს, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული თანხა მოი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთსა და რუმინეთში წლის დასაწყისიდან ტყის ხანძრებით გამოწვეული ზარალი 3,1 მილიარდ ევროს შეადგენს, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული თანხა მოი…

საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთსა და რუმინეთში წლის დასაწყისიდან ტყის ხანძრებით გამოწვეული ზარალი 3,1 მილიარდ ევროს შეადგენს, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული თანხა მოიცავს ხანძრის შედეგად განადგურებული ტერიტორიების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ხარჯებს. მათ შორისაა ახალი ხეების დარგვა და ტყის აღდგენის სამუშაოები. ერთი ჰექტარის აღდგენის ღირებულება ქვეყნებისა და ეკოსისტემების მიხედვით განსხვავდება.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რეალური ზარალი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

გამოცემის ინფორმაციით, ხანძრის სეზონის პირველ ორ თვეში მხოლოდ ამ ხუთ ევროპულ ქვეყანაში თითქმის ნახევარი მილიონი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. თუმცა, საბოლოო ზარალი შესაძლოა გაცილებით მაღალი აღმოჩნდეს, რადგან სადაზღვევო კომპანიები, ოჯახები და ბიზნესები ჯერ კიდევ ითვლიან ქონების დაზიანებით, მოსავლის განადგურებითა და ტურიზმის სექტორში მიღებულ დანაკარგებს.

ამასთან, გამოცემის შეფასებაში სრულად არ არის გათვალისწინებული საბერძნეთში ბოლო პერიოდში გაჩენილი ხანძრების ზარალი და ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნების მონაცემები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს