ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 2

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მიიღეს კომუნიკე, რომელშიც მოთხოვნილია „ჰეზბოლას“ განიარაღება და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მიიღეს კომუნიკე, რომელშიც მოთხოვნილია „ჰეზბოლას“ განიარაღება და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მიიღეს კომუნიკე, რომელშიც მოთხოვნილია „ჰეზბოლას“ განიარაღება და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა. ამასთან, კომუნიკეში საუბარია აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებაზე, რომელიც, ტექსტის მიხედვით, „დონალდ ტრა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მიიღეს კომუნიკე, რომელშიც მოთხოვნილია „ჰეზბოლას“ განიარაღება და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა. ამასთან, კომუნიკეში საუბარია აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებაზე, რომელიც, ტექსტის მიხედვით, „დონალდ ტრა…

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მიიღეს კომუნიკე, რომელშიც მოთხოვნილია „ჰეზბოლას“ განიარაღება და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა.

ამასთან, კომუნიკეში საუბარია აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებაზე, რომელიც, ტექსტის მიხედვით, „დონალდ ტრამპის ძლიერი ლიდერობის პირობებში“ გაფორმდა. „დიდი შვიდეული“ მიიჩნევს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობაა, საბოლოოდ აღიკვეთოს თეირანის წვდომა ბირთვულ იარაღზე და შემცირდეს ირანის სარაკეტო საფრთხე.

„დიდი შვიდეული“ ასევე აპირებს ნავთობისა და გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის დაჩქარებას, ხოლო საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გეგმავენ ჰორმუზის სრუტეში თავდაცვითი მისიის დაწყებას.

ღაზის სექტორთან დაკავშირებით ლიდერები ჰუმანიტარული დახმარებისა და აღდგენის პროცესის გაძლიერების დაპირებით გამოდიან, ასევე გამოდიან მოწოდებით, შეწყდეს ძალადობა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს