ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

Der Spiegel: გერმანიაში გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად, ქალაქ დორტმუნდის ხელისუფლებამ მეტროს ახალი ვაგონები კონდიციონერების გარეშე შეუკვეთა

Der Spiegel: გერმანიაში გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად, ქალაქ დორტმუნდის ხელისუფლებამ მეტროს ახალი ვაგონები კონდიციონერების გარეშე შეუკვეთა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის ქალაქ დორტმუნდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიამ DSW21-მა შეგნებულად თქვა უარი კონდიციონერების დაყენებაზე მეტროს ახალი ვაგონების შეკვეთისას. ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს . გამოცემის ცნობით, ვაგონებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის ქალაქ დორტმუნდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიამ DSW21-მა შეგნებულად თქვა უარი კონდიციონერების დაყენებაზე მეტროს ახალი ვაგონების შეკვეთისას. ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს . გამოცემის ცნობით, ვაგონებ…

გერმანიის ქალაქ დორტმუნდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიამ DSW21-მა შეგნებულად თქვა უარი კონდიციონერების დაყენებაზე მეტროს ახალი ვაგონების შეკვეთისას. ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვაგონებში კონდიციონერების დაყენება დამატებით 70 მილიონი ევრო დაჯდებოდა. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, აღნიშნული თანხა უმჯობესი იქნება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე დაიხარჯოს.

გარდა ამისა, როგორც დორტმუნდის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტეს, კონდიციონერების არ დაყენება ქალაქს წელიწადში დაახლოებით7 მილიონი კილოვატ-საათის ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას მისცემს, რაც დაახლოებით 2 ათასი შინამეურნეობის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ეკვივალენტია.

კონდიციონერების დაყენებაზე უარის თქმამ მოქალაქეებში გაურკვევლობა გამოიწვია. ახალი მატარებლების ერთ-ერთმა მომხმარებელმა განაცხადა: „ფული ყველაფრისთვის მოიძებნება, მაგრამ არა ამისთვის. არ ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა“.

სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიციონერის გარეშე მგზავრობა „არაკომფორტულია“, თუმცა დასძინა, რომ ადამიანების უმეტესობა მატარებლით მხოლოდ რამდენიმე გაჩერებას მგზავრობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს