ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი: ნატო ბრძოლის ველზე რუსეთს ათწლეულით ჩამორჩება

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი: ნატო ბრძოლის ველზე რუსეთს ათწლეულით ჩამორჩება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნატო სერიოზულად ჩამორჩება რუსეთს და ათწლეულზე მეტი დასჭირდება იმისათვის, რომ მოსკოვის საბრძოლო შესაძლებლობების ნახევარს მაინც გაუტოლდეს, - განაცხადა უკრაინის ყოფილმა მთავარსარდალმა და ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნატო სერიოზულად ჩამორჩება რუსეთს და ათწლეულზე მეტი დასჭირდება იმისათვის, რომ მოსკოვის საბრძოლო შესაძლებლობების ნახევარს მაინც გაუტოლდეს, - განაცხადა უკრაინის ყოფილმა მთავარსარდალმა და ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზ…

ნატო სერიოზულად ჩამორჩება რუსეთს და ათწლეულზე მეტი დასჭირდება იმისათვის, რომ მოსკოვის საბრძოლო შესაძლებლობების ნახევარს მაინც გაუტოლდეს, - განაცხადაუკრაინის ყოფილმა მთავარსარდალმა და ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ.

ზალუჟნიმ ასევე აღნიშნა, რომ ნატო კვლავ იმ ილუზიით მოქმედებს, თითქოს მომავალი კონფლიქტები მეორე მსოფლიო ომის სცენარით წარიმართება.

„დიდი ალბათობით, ნატო შეინარჩუნებს არსებულ სახეს და უკრაინის მსგავსად 12 წელი დასჭირდება იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რაც რუსეთის ფედერაციის დონის ნახევრამდე მაინც მისასვლელადაა საჭირო“, - განაცხადა მან კიევში, უკრაინის ელჩების შეხვედრაზე.

თუმცა მან აღიარა, რომ კიევს სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო ტექნოლოგიები, რომლებსაც ნატოს წევრი ქვეყნები ფლობენ, მისი თქმით, ალიანსი კვლავ იმ „დოქტრინებით“ ხელმძღვანელობს, რომლებიც ნაცისტურ გერმანიასთან ომის დროს ჩამოყალიბდა.

„მე ძალიან კარგად ვიცნობ ნატოს. დაახლოებით 12 წლის განმავლობაში პირადად ვმუშაობდი ნატოს სტანდარტების დანერგვაზე და ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ თითქოს ალიანსში გაწევრიანების ზღვარზე ვიყავით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს