ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

Reuters: აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა

Reuters: აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს .…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს .…

აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეიარაღების შემცირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სამხედროების მომავალი კონფლიქტებისთვის მზადყოფნის კუთხით.

საუბარია უპირატესად „ხმელეთი-ხმელეთი“ კლასის შეიარაღებაზეა - კერძოდ, ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს ATACMS-სა და მაღალი სიზუსტის PrSM-ის ტიპის რაკეტებზე. ორი წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ამ იარაღის „ფაქტობრივად მთელი მარაგი“ უკვე გახარჯა.

შორ მანძილზე მოქმედი ეს საბრძოლო მასალა, რომლის თითოეული ერთეულის ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატება, სამხედრო არსენალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია - ის უსაფრთხო დისტანციიდან მაღალი სიზუსტის დარტყმების მიყენების საშუალებას იძლევა.

აშშ-ის მიერ მიწოდებულმა ATACMS-ის სისტემებმა საკვანძო როლი ითამაშა უკრაინის ომშიც, რამაც უკრაინულ ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე იერიშის შესაძლებლობა მისცა. რაც შეეხება PrSM-ს, ის უფრო ახალი და დახვეწილი თაობის რაკეტაა, რომელიც შედარებით ნაკლები მოქმედების რადიუსის მქონე ATACMS-ის ჩასანაცვლებლად შეიქმნა.

მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის მკვეთრი შემცირება ნიშნავს, რომ ირანზე ფართომასშტაბური შეტევების განახლების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს შესაძლოა მეტად დაჭირდეს პილოტირებადი ავიაციის გამოყენება, რაც გაცილებით მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს