ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

პოლონელმა სპორტსმენმა ისტორიაში პირველმა ბალტიის ზღვა გადაცურა

პოლონელმა სპორტსმენმა ისტორიაში პირველმა ბალტიის ზღვა გადაცურა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონელი მოცურავე ბართლომეი კუბკოვსკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, ვინც ბალტიის ზღვა გადაცურა. სპორტსმენმა 160 კმ-ზე მეტი მანძილი დაფარა და წყალში დაახლოებით 55 საათი გაატარა . ცურვა შვედეთის ქალაქ კასებერგაში დაიწყ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონელი მოცურავე ბართლომეი კუბკოვსკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, ვინც ბალტიის ზღვა გადაცურა. სპორტსმენმა 160 კმ-ზე მეტი მანძილი დაფარა და წყალში დაახლოებით 55 საათი გაატარა . ცურვა შვედეთის ქალაქ კასებერგაში დაიწყ…

პოლონელი მოცურავე ბართლომეი კუბკოვსკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, ვინც ბალტიის ზღვა გადაცურა. სპორტსმენმა 160 კმ-ზე მეტი მანძილი დაფარა და წყალში დაახლოებით 55 საათი გაატარა.

ცურვა შვედეთის ქალაქ კასებერგაში დაიწყო და პოლონეთის ქალაქ ძივნუვის პლაჟზე დასრულდა. მთელი მარშრუტის განმავლობაში კუბკოვსკის არ უძინია. მას თან ახლდა გემი საჭმლისა და წყლის მარაგით. ამასთან, ასეთი ცურვის წესების თანახმად, სპორტსმენს უფლება არ ჰქონდა ნავს შეხებოდა.

კუბკოვსკისთვის ეს ბალტიის ზღვის გადაცურვის მეხუთე მცდელობა იყო. მან რეკორდის დამყარება პირველად 2022 წელს სცადა და გავლილ დისტანციას ეტაპობრივად ზრდიდა. 2025 წელს სპორტსმენი ამინდის გაუარესებისა და ძლიერი გამოფიტვის გამო იძულებული გახდა ფინიშამდე სულ რაღაც 11 კილომეტრში შეეწყვიტა ცურვა.

კუბკოვსკის ეს გაცურვა ასევე საქველმოქმედო აქციაც იყო. სპორტსმენმა 715 ათას ზლოტზე მეტი შეაგროვა ფონდისთვის Cancer Fighters, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს მკურნალობაში ეხმარება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს