ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 10

Reuters: ტრამპის ეჭვების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

Reuters: ტრამპის ეჭვების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ უკრაინასთან Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზირების შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო პერიოდში ამ ინიციატივასთან დაკავშირებით…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ უკრაინასთან Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზირების შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო პერიოდში ამ ინიციატივასთან დაკავშირებით…

აშშ უკრაინასთან Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზირების შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო პერიოდში ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა. ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინისთვის Patriot PAC-3-ის ტიპის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭებაა. კიევი ცდილობს ან თავად დაიწყოს რაკეტების წარმოება, ან, სულ მცირე, მიიღოს მათი კომპონენტების დამზადებისა და ევროპაში, პირველ რიგში გერმანიაში, საბოლოო აწყობის შესაძლებლობა.

Reuters-ის ცნობით, ივლისში ნატოს სამიტზე ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ასეთი შეთანხმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა. წყაროების განცხადებით, პრეზიდენტს შეშფოთება აშშ-ის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების დაცვის საკითხმა გაუჩინა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა.

სააგენტოს ინფორმაციით, მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩი ნატოში მეთიუ უიტაკერი ხელმძღვანელობს. ერთ-ერთ განსახილველ ვარიანტად უკრაინის აშშ-ევროპის ერთობლივ Patriot-ის საწარმოო პროგრამაში ჩართვა განიხილება. ასევე მუშავდება შედარებით იაფი რაკეტის შექმნის შესაძლებლობაც. პროცესში ჩართულია ამერიკული თავდაცვითი კომპანია Lockheed Martin და განიხილება ახალი ACE-ის ტიპის რაკეტის კონცეფციაც.

წყაროების შეფასებით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი მისი განხორციელება სწრაფად ვერ მოხდება. ლიცენზირების, ტექნოლოგიების გადაცემისა და საწარმოო ხაზების შექმნის პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელს გასტანს.

ამ ეტაპზე უკრაინა პარტნიორებს მოუწოდებს, საკუთარი მარაგებიდან Patriot-ის რაკეტები გადასცენ, რადგან რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით გახშირებული თავდასხმების ფონზე ქვეყანას მათი მწვავე დეფიციტი აქვს.

Reuters-ის ცნობით, Patriot-ის რაკეტების გლობალური მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა, მათ შორის ირანთან ომის პერიოდში მათი ინტენსიური გამოყენების გამო, რაც უკრაინისთვის დამატებითი სისტემებისა და რაკეტების მიწოდებას კიდევ უფრო ართულებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს