ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

„დოიჩე ველე“ – ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული თვითმფრინავის მახლობლად დრონი აღმოაჩინეს, რომელზეც სავარაუდოდ ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული

„დოიჩე ველე“ – ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული თვითმფრინავის მახლობლად დრონი აღმოაჩინეს, რომელზეც სავარაუდოდ ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული თვითმფრინავის მახლობლად დრონი აღმოაჩინეს, რომელზეც სავარაუდოდ ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. საქმე ეხება 5 აგვისტოს ღამით ლაიფციგის აეროპორტში ფრენების შე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული თვითმფრინავის მახლობლად დრონი აღმოაჩინეს, რომელზეც სავარაუდოდ ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. საქმე ეხება 5 აგვისტოს ღამით ლაიფციგის აეროპორტში ფრენების შე…

ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული თვითმფრინავის მახლობლად დრონი აღმოაჩინეს, რომელზეც სავარაუდოდ ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. საქმე ეხება 5 აგვისტოს ღამით ლაიფციგის აეროპორტში ფრენების შეფერხებას, რადგან ასაფრენი ზოლის მახლობლად საეჭვო საგანი აღმოაჩინეს.

გაზეთ „ბილდის“ ცნობით, საეჭვო ობიექტი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის An-124-ის უშუალო სიახლოვეს აღმოაჩინეს. რამდენიმე რეისი, მათ შორის ერთი სამგზავრო თვითმფრინავი, სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

გერმანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, აღმოჩენილი ობიექტი სავარაუდოდ მოდიფიცირებული დრონია. პოლიციის კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით, დრონზე დამაგრებული იყო „უცნობი ნივთიერება“, რომელიც შესაძლოა, ასაფეთქებელი ყოფილიყო და შიგნით დეტონატორი ჰქონოდა.

დრონის აღმოჩენის შემდეგ ნაღმსაწინააღმდეგო სპეციალისტებს მისი კონტროლირებადი აფეთქება სპეციალური რობოტის გამოყენებით განახორციელეს. პოლიცია არ გამორიცხავს დივერსიის ვერსიას. ამჟამად მიმდინარეობს უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორის ძებნა, ხოლო აეროპორტის სამხრეთის ასაფრენი ზოლი კვლავ დაკეტილია.

როგორც Süddeutsche Zeitung აღნიშნავს, ეს ლაიფციგის აეროპორტში ღამით მომხდარი ერთადერთი ინციდენტი არ ყოფილა.

გამოცემის ცნობით, სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც აეროპორტის დახურვის გამო ლაიფციგში ვერ დაჯდა, რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე ჰაერში სხვა ობიექტს შეეჯახა. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი სათადარიგო აეროდრომზე, ჰანოვერში დაეშვა, გამომძიებლებმა მისი ცხვირის ნაწილზე უმნიშვნელო დაზიანებები აღმოაჩინეს.

პოლიციამ ეს შემთხვევაც სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულის ნიშნებით შეაფასა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს