ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

DW: ჩეხეთი სამხედრო ასაკის მქონე უკრაინის მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს

DW: ჩეხეთი სამხედრო ასაკის მქონე უკრაინის მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩეხეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ მისცეს თავშესაფარი იმ უკრაინელ მამაკაცებს, რომლებსაც ჯარში გაწვევის ასაკი აქვთ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს . საუბარია მამაკაცებზე, რომელთა ასაკი 23-60 წელია. გადაწ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩეხეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ მისცეს თავშესაფარი იმ უკრაინელ მამაკაცებს, რომლებსაც ჯარში გაწვევის ასაკი აქვთ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს . საუბარია მამაკაცებზე, რომელთა ასაკი 23-60 წელია. გადაწ…

ჩეხეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ მისცეს თავშესაფარი იმ უკრაინელ მამაკაცებს, რომლებსაც ჯარში გაწვევის ასაკი აქვთ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

საუბარია მამაკაცებზე, რომელთა ასაკი 23-60 წელია. გადაწყვეტილება ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლუბომირ მეტნარმა გამოაცხადა.

მისი თქმით, თავშესაფრის სტატუსს მიიღებენ ის უკრაინელი მამაკაცები, რომლებიც აპლიკაცია „რეზერვ+“-ის მეშვეობით დაადასტურებენ, რომ მათ სამხედრო ვალდებულება უკვე მოხდილი აქვთ.

ახალი წესი ვრცელდება თავშესაფრის, როგორც პირველად, ისე მეორად მოთხოვნაზე, აგრეთვე ოჯახის შეერთების მიზნით მისი მოპოვების მცდელობაზე.

ამასთან ერთად, ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ იმ უკრაინელებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ თავშესაფრის სტატუსით, ახალი წესი არ შეეხებათ.

ლუბომირ მეტნარის თქმით, ახალი წესის წყალობით, ჩეხეთში შემოსული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა ათეულობით პროცენტით შემცირდება, რაც ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროების განტვირთვას შეუწყობს ხელს.

დღესდღეობით ჩეხეთში 393 ათასი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს. 2025 წლამდე მათ უმეტესობას ქალები წარმოადგენდნენ. თუმცა მიმდინარე წელს თავშესაფრის მაძიებელთა შორის მამაკაცების რიცხვმა იმატა. ბოლო 12 თვის განმავლობაში ჩეხეთში 21 200 უკრაინელი მამაკაცი ჩავიდა, რომელთა ასაკი 18-65 წელია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს