ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

The Guardian: ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ბავშვებში სქესობრივი მომწიფების შემაჩერებელი წამლების კლინიკური კვლევის ჩატარების უფლება მისცა

The Guardian: ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ბავშვებში სქესობრივი მომწიფების შემაჩერებელი წამლების კლინიკური კვლევის ჩატარების უფლება მისცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლის მიზანიც ბავშვებში სქესობრივი მომწიფების ბლოკერების კლინიკური კვლევის შეჩერება იყო. გადაწყვეტილების შედეგად, კვლევა, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯი ხელმძღვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლის მიზანიც ბავშვებში სქესობრივი მომწიფების ბლოკერების კლინიკური კვლევის შეჩერება იყო. გადაწყვეტილების შედეგად, კვლევა, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯი ხელმძღვ…

ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლის მიზანიც ბავშვებში სქესობრივი მომწიფების ბლოკერების კლინიკური კვლევის შეჩერება იყო. გადაწყვეტილების შედეგად, კვლევა, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯი ხელმძღვანელობს, დაგეგმილი ვადების შესაბამისად დაიწყება, წერს The Guardian-ი.

გამოცემის ცნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლონდონის სამეფო კოლეჯის სამეცნიერო კვლევის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დავა, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ პროექტს შესაძლოა ზიანი მიეყენებინა მონაწილეებისთვის.

კამპანიის მონაწილეებმა სცადეს შეეჩერებინათ დაგეგმილი კვლევა სქესობრივი მომწიფების ბლოკერების შესახებ, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრები გაუძღვებიან. თუმცა, მოსამართლე ჩემბერლენმა უარი თქვა განაცხადის დაკმაყოფილებაზე და აღნიშნა, რომ მათ არცერთ პრეტენზიას წარმატების რეალური შანსი არ ჰქონდა.

მოსამართლის განცხადებით, Pathways-ის კვლევაში ჩართული თითოეული პაციენტი „მრავალი თვის“ განმავლობაში შეფასდება სპეციალისტი ექიმების მიერ, რომლებიც „ჩამოაყალიბებენ მოსაზრებას იმის შესახებ, აქვს თუ არა ბავშვს მკურნალობიდან კლინიკური სარგებლის მიღების გონივრული პერსპექტივა“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს