ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სლოვენიამაც შეზღუდა

უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სლოვენიამაც შეზღუდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სლოვენიამაც შეზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვენიის საინფორმაციო სააგენტო STA ავრცელებს. მედიის ცნობით, სლოვენიის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური, რომელი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სლოვენიამაც შეზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვენიის საინფორმაციო სააგენტო STA ავრცელებს. მედიის ცნობით, სლოვენიის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური, რომელი…

უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სლოვენიამაც შეზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვენიის საინფორმაციო სააგენტო STA ავრცელებს.

მედიის ცნობით, სლოვენიის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქალაქ კრშკოში მდებარეობს, ელექტროენერგიის გამომუშავებას თავისი სიმძლავრის 80%-მდე შეამცირებს. მიზეზი მდინარე სავაში წყლის დაბალი დონე და მაღალი ტემპერატურაა. სწორედ ეს მდინარე გამოიყენება რეაქტორის გასაგრილებლად. სიმძლავრის შეზღუდვა ოთხშაბათს, ღამით დაიწყება.

ჰიდროლოგიური პირობების შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელექტროენერგიის წარმოება კიდევ უფრო შემცირდეს.

მსგავსი შემთხვევა 2003 წლის შემდეგ პირველად ხდება. მაშინ მდინარე სავაში წყლის დაბალი დონის გამო ატომური ელექტროსადგური დაახლოებით სამი თვის განმავლობაში შეზღუდული სიმძლავრით მუშაობდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს