ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თეირანმა განაცხადა , რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ. ირანული მხარის მტკიცებით, აშშ ამ შეთანხმებაში ჩართული არ ყოფილა. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თეირანმა განაცხადა , რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ. ირანული მხარის მტკიცებით, აშშ ამ შეთანხმებაში ჩართული არ ყოფილა. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა,…

თეირანმა განაცხადა, რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ.

ირანული მხარის მტკიცებით, აშშ ამ შეთანხმებაში ჩართული არ ყოფილა. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებები „ძალიან კარგად მიმდინარეობს“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ირანი და ომანი შეთანხმების შესახებ ერთობლივ განცხადებას ამზადებენ, რომელიც ტექნიკურ, იურიდიულ, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით საკითხებს მოიცავს.

ირანული მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სრუტის გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, მოხსნის თუ არა აშშ ქვეყნის პორტების საზღვაო ბლოკადას.

ამასთან, ბაღაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირან-ომანის შეთანხმება თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოებას, ვიდრე „აშშ-ის საზღვაო ბლოკადა და ირანისა და მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სხვა ქმედებები ძალაში რჩება“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს