ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

POLITICO: აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას

POLITICO: აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოც…

სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.

მიუხედავად იმისა, რომ ივნისში საფრანგეთში ვიზიტისას მაკრონმა შესაძლოა მოხიბლა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავაზიანობითა და ვერსალის სასახლეში გამართული დახვეწილი ვახშმით, ახალი ელჩის დამტკიცების გაჭიანურება აშკარას ხდის, რომ დიპლომატიური დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის კვლავ ნარჩუნდება“, - ნათქვამია სტატიაში.

ორელიან ლეშევალიეს, მაკრონის მრავალწლიან მოკავშირეს, თანამდებობა მომავალ თვეში უნდა დაეკავებინა, თუმცა მისი დანიშვნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია - პროცესი, რომელიც მოკავშირე ქვეყნებს შორის, როგორც წესი, წმინდა ფორმალობაა.

საკითხში ჩახედული ორი პიროვნების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ წყენა გამოხატა ჟენევაში გაეროს საფრანგეთის მისიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. პოსტში გაკრიტიკებული იყო ვაშინგტონის გადაწყვეტილება, რომელმაც რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას დაუჭირა მხარი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ფოლკერ ტურკის მანდატის გაგრძელების წინააღმდეგ.

„შეერთებული შტატები ძალიან იმედგაცრუებულია ფრანგული მხარის უპასუხისმგებლო და უპატივცემულო რიტორიკით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლეშევალიეს დამტკიცების პროცესთან დაკავშირებით დასმული წერილობითი კითხვის საპასუხოდ. - „ჩვენ მათ კომენტარებს შესაბამისად ვუპასუხებთ“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს