ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ირანის პრეზიდენტი: სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა

ირანის პრეზიდენტი: სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით , ქვეყანა სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის. პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ სანქციები ეტაპობრივად გაძლიერდა, რასაც მოგვიანებით სამხედრო დაპირისპირება…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით , ქვეყანა სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის. პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ სანქციები ეტაპობრივად გაძლიერდა, რასაც მოგვიანებით სამხედრო დაპირისპირება…

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყანა სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის.

პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ სანქციები ეტაპობრივად გაძლიერდა, რასაც მოგვიანებით სამხედრო დაპირისპირებაც მოჰყვა.

„სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა“, - განუცხადა პეზეშკიანმა ირანის ოფიციალურ მაუწყებელს (IRIB). - „სანქციები არსებობდა და კიდევ უფრო გაიზარდა. შემდეგ სანქციები დააწესეს ჩვენს ბანკებსა და ფინანსურ ოპერაციებზე. ამით არ დაკმაყოფილდნენ და ომი წამოიწყეს. ესეც არ იკმარეს და კუთხეში ჩვენს მიმწყვდევას შეეცადნენ“.

ირანის პრეზიდენტმა დასძინა, რომ საგარეო ზეწოლის მიზანი ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტება იყო.

„ახლა ყველა გეგმა, რომელსაც ისახავენ და ზეწოლა, რომელსაც მიმართავენ, ხალხის უკმაყოფილების გამოწვევას და, როგორც თვითონ ამბობენ, პროტესტის წაქეზებას ემსახურება“, - განაცხადა მან.

პეზეშკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ირანმა ამ წნეხს ეროვნული ერთიანობის წყალობით გაუძლო. „დღემდე თუ მოვაღწიეთ, ეს ირანელი ხალხის დამსახურებაა“, - თქვა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს