ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

A$AP Rocky აცხადებს, რომ რიანა ახალ მუსიკაზე მუშაობს

A$AP Rocky აცხადებს, რომ რიანა ახალ მუსიკაზე მუშაობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რიანას პარტნიორი A$AP Rocky აცხადებს , რომ მომღერალი ახალ მუსიკაზე მუშაობს. „ის ახლა სტუდიაშია“, - განაცხადა რეპერმა ჯეისონ ლის პოდკასტ-ში სტუმრობისას. პროექტის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა A$AP Rocky-მ უარყო ჭორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რიანას პარტნიორი A$AP Rocky აცხადებს , რომ მომღერალი ახალ მუსიკაზე მუშაობს. „ის ახლა სტუდიაშია“, - განაცხადა რეპერმა ჯეისონ ლის პოდკასტ-ში სტუმრობისას. პროექტის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა A$AP Rocky-მ უარყო ჭორ…

რიანას პარტნიორი A$AP Rocky აცხადებს, რომ მომღერალი ახალ მუსიკაზე მუშაობს. „ის ახლა სტუდიაშია“, - განაცხადა რეპერმა ჯეისონ ლის პოდკასტ-ში სტუმრობისას.

პროექტის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა A$AP Rocky-მ უარყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ წყვილი ორმაგ ალბომზე მუშაობს.

ბარბადოსელ მომღერალსა და სილამაზის ინდუსტრიის მაგნატს, რომლის ნამდვილი სახელიც რობინ ფენტია, 2016 წლის Anti-ს შემდეგ სრული ალბომი არ გამოუშვია.

„შენ ხარ იმის მიზეზი, ალბომი რომ არ გვაქვს?“ - ჰკითხა პოდკასტის წამყვანმა ჯეისონ ლიმ რეპერს, რომელთანაც რიანას 3 შვილი ჰყავს. რეპერმა ეს უარყო და თქვა, რომ მომღერალი სინამდვილეში ახალ მუსიკაზე მუშაობს.

„ჰო, მე ეს ვთქვი, მაპატიე ძვირფასო“, - თქვა მან და იხუმრა, რომ ამის გამო „შარს გადაეყრებოდა“.

ინტერვიუში სავარაუდო მუსიკის შესახებ სხვა დეტალები თითქმის არ გაჟღერებულა.

გასული წლის თებერვალში რიანამ თქვა, რომ ახალ ალბომთან დაკავშირებით „ძალიან ოპტიმისტურად“ იყო განწყობილი. „მგონია, რომ საბოლოოდ მივაგენი!“ - განუცხადა მან Harper's Bazaar-ის რეპორტიორს.

ბოლო ალბომის შემდეგ რიანამ რამდენიმე სინგლი გამოუშვა. მან ასევე დააფუძნა რამდენიმე ბიზნესი, მათ შორის მისი პოპულარული კოსმეტიკური ხაზი Fenty Beauty და ქალის თეთრეულის კომპანია. Forbes-ის შეფასებით, 38 წლის ვარსკვლავის ქონება მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს