ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

Al Arabiya: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პრინციპის დონეზე შეთანხმდნენ

Al Arabiya: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პრინციპის დონეზე შეთანხმდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმების ძირითად პირობებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Al Arabiya ინფორმირებულ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს . წყაროს ინფორმაციით, შეთანხმების ოფიციალური გამოც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმების ძირითად პირობებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Al Arabiya ინფორმირებულ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს . წყაროს ინფორმაციით, შეთანხმების ოფიციალური გამოც…

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმების ძირითად პირობებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Al Arabiya ინფორმირებულ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, შეთანხმების ოფიციალური გამოცხადება შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს.

მისივე თქმით, თეირანსა და მასკატს შორის მიღწეული შეთანხმება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მას ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს.

წყაროს ცნობით, შეთანხმება 60 დღით იქნება გათვლილი და მისი მთავარი მიზანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენაა.

მისივე განცხადებით, 60-დღიანი შეთანხმება არსებული ჩიხიდან გამოსვლასა და ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყებასაც ითვალისწინებს.

გეგმის მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში შემავალი გემები ირანის სანაპიროსთან მდებარე საზღვაო დერეფნით ისარგებლებენ, ხოლო სრუტიდან გამსვლელი ხომალდები - ომანის მხარეს არსებული სანაოსნო მარშრუტით.

წყაროს ინფორმაციით, რეგიონული ქვეყნები ასევე შეიძლება ჩაერთონ სრუტის დანაღმული უბნების გაწმენდასა და სხვა აუცილებელი ტექნიკური პროცედურების განხორციელებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს