ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის გახსნაზე შეთანხმდნენ

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის გახსნაზე შეთანხმდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის გახსნაზე შეთანხმდნენ. არაბული მედია „ალ-ჰადათი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს , რომ შეთანხმება, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე დღეში გამოცხადდეს, ახლა ირანის ეროვნული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის გახსნაზე შეთანხმდნენ. არაბული მედია „ალ-ჰადათი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს , რომ შეთანხმება, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე დღეში გამოცხადდეს, ახლა ირანის ეროვნული…

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის გახსნაზე შეთანხმდნენ.

არაბული მედია „ალ-ჰადათი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმება, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე დღეში გამოცხადდეს, ახლა ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული შეთანხმება 60 დღის განმავლობაში იმოქმედებს. წყაროს ცნობით, ჰორმუზის სრუტეში შესული გემები ირანთან ყველაზე ახლოს მდებარე საზღვაო ზოლს გამოიყენებენ, ხოლო სრუტიდან გამოსული გემები – ომანის სასულთნოსთან ყველაზე ახლოს მდებარე საზღვაო ზოლს.

ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული შემოთავაზებული შეთანხმება არ მოიცავს მასში გამავალი გემებისთვის სატრანზიტო გადასახადის ან მომსახურების საფასურის დაწესებას. წყარომ განაცხადა, რომ რეგიონულმა ძალებმა შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ სრუტიდან ნაღმების მოცილებასა და მასში ნავიგაციის გასაადვილებლად აუცილებელ ტექნიკურ პროცედურებში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს